logo_geo
„ჩემი პირველი ხელფასი 40 ლარი იყო... სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არავის ხარჯზე არ ვიცხოვრებდი" - რუსკა მაყაშვილი ბავშვობას იხსენებს
- +

16 ივლისი. 2022. 01:53

 

 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავისი ბავშვობის და პირველი ხელფასის შესახებ ისაუბრა, რითაც ახალ თაობას საკმაოდ კარგი მაგალითი მისცა:

 

ჩემი პირველი ხელფასი 40 ლარი იყო. სტუდენტურ სპექტაკლში ვითამაშე. მაშინ თეატრალურში ჩაბარებულიც არ მქონდა, მოსამზადებელი პერიოდი იყო. ეს 40 ლარი „მაკდონალდსში“ დავხარჯე. გულწრფელად ვამბობ, მართლა საოცარი შეგრძნება იყო, რაღაც გავაკეთე, ვიმუშავე და ჰონორარი ავიღე. უდიდესი სიამოვნება მივიღე. თავი ძალიან მაგარი მეგონა. პრინციპში, მაშინ „მოვიწამლე“ ამ შეგრძნებით და მას შემდეგ სულ მინდოდა, რომ საკუთარი

 

გამომუშავებული ფული მქონოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არავის ხარჯზე არ ვიცხოვრებდი და რომ ყოველთვის საკუთარ თავზე ვიქნებოდი დამოკიდებული. პირველად ვიგრძენი, რამხელა სიამოვნებაა, როცა ფულს საყვარელი საქმით გამოიმუშავებ", - ამბობს ინტერვიუში რუსკა მაყაშვილი.

 

 

big_banner
არქივი