logo_geo
TMZ: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ
- +

17 ივლისი. 2022. 22:54

 

 

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ TMZ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ლას-ვეგასში შეუღლდა და ქორწინების მოწმობაც აიღო. ლოპესს და აფლეკს ან მათ წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2022 წლის აპრილში განაახლა.

 

 

big_banner
არქივი