logo_geo
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოფიციალურად დაქორწინდნენ - „Bennifer“ - ყველაფერი რაც მათ ურთიერთობაზე უნდა ვიცოდეთ
- +

18 ივლისი. 2022. 12:25

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ორწლიანი ნიშნობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. გასულ ზაფხულს, წყვილი დიდებულ საქორწინო ცერემონიას გეგმავდა იტალიაში, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები შეაფერხა.

 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან. ამის შესახებ პირველად მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა ცნობილი. ბენი ჯეი ლოს სახლთან არაერთხელ გადაიღეს.

 

ახლა კი წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა. ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, ლოპესი და ბენი ერთ მანქანაში სხედან, შემდეგ კი პირადი თვითმფრინავით ლოს-ანჯელესს ტოვებენ. აღსანიშნავია, მათ გეზი სამთო კურორტისკენ, მონტანასკენ აიღეს, სადაც აფლეკი სახლს ფლობს.

 

რომანტიკული მოგზაურობის შემდეგ ჯეი ლო კვლავ საქმეებს შეუდგა. ის საგრიმიოროში გადაიღეს, ფოტო მისმა სტილისტმა, რობ ზანგარდიმ გაავრცელა. ბენ აფლეკთან გატარებული დღეების შემდეგ ლოპესი კიდევ უფრო მშვენივრად გამოიყურება.

 

მოხერხებულმა ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს როდრიგესის გამოჭერა და მას ყოფილი საცოლისა და აფლეკის რომანტიკული მოგზაურობის შესახებ ჰკითხეს. ის ღიმილიანი გამომეტყველების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობდა. ჟურნალისტებს კი ყოფილმა სპორტსმენმა ასე უპასუხა: – „წინ, იანკებო!“ საქმე ისაა, რომ ალექსი ბეისბოლის გუნდის „ნიუ იორკ იანკისის“ გულშემატკივარია, ბენი კი მათი მოწინააღმდეგე გუნდის, „Boston Red Sox“-ის.

 

მიმდინარე წლის იანვარში ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა, ბენ აფლეკმა გამოცემა „The Hollywood Reporter“-ის პოდკასტში Awards Chatter სტუმრობისას პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მომღერალს ის 2002-2004 წლებში ხვდებოდა.

 

მათ ტაბლოიდები Bennifer-ადაც კი მოიხსენიებდნენ და მუდმივად პაპარაცების ობიექტივში ხვდებოდნენ.

 

„ახლა ის უკვე სახელგანთქმული და დაფასებულია იმ ყველაფრისთვის, რაზეც ამდენი იშრომა, საიდანაც მოვიდა და რასაც მიაღწია - ეს ზუსტად ის არის, რასაც იმსახურებდა. ჯენიფერს შესანიშნავი სამუშაო ეთიკა აქვს, ის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც ყოველთვის ცდილობს საკუთარი ძალები ბოლომდე დახარჯოს და მაქსიმუმი გააკეთოს. ბედნიერი ვარ, როდესაც მის წინსვლას ვხედავ, რადგან ის მართლაც იმსახურებდა იმ წარმატებას, რომელსაც მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომით მიაღწია“.

 

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო საუბარი ჯეი ლოსა და ბენის ურთიერთობის აღდგენაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც აფლეკი ჯენიფერ გარნერთან განქორწინებაზე ალაპარაკდა

 

რამდენიმე წლის წინ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მომღერალი ყოფილ საყვარელს, მსახიობ ბენ აფლეკს ვერ ივიწყებდა. ჯენიფერი სისტემატურად ადევნებს თვალს აფლეკის კარიერულ წინსვლას და მისი ოჯახს. წყაროს ცნობით ჯენიფერ გარნერი ჯენიფერ ლოპესზე მუდმივად ეჭვიანობდა.

 

ახლა ლოპესის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ ლათინოსი მომღერალი აფლეკთან მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე ინარჩუნებდა. მათი დაცილების მიზეზად კულტურული სხვაობა სახელდებოდა. ბენ აფლეკი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მასთან ყოფნისას ჯენი მისი წარმომავლობის გამო რასისტული თავდასხმების მსხვერპლი ხშირად ხდებოდა.

 

ურთიერთობის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში კი ჯეილომ ბენთან განშორებას მისი „პირველი ნამდვილი გულის ტკენა” უწოდა.

 

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ პოპულარულ მელოდრამებში „Gigli“ და „Jersey Girl“. 2002 წელს დაწყებული რომანი ამავე წლის ნოემბერში ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბენ აფლეკი ჯეილოს რიგით მესამე ალბომში „This Is Me... Then“ შესულ ჰიტზე „Jenny from the Block“ გადაღებულ კლიპში მონაწილეობს და სწორედ ეს კადრი გააზიარა ჯენიფერმა საკუთარ ინსტაგრამზე. როგორ უცხოურ პრესაში წერენ, ჯეილო ალექსთან ასე არასდროს ბრწყინავდა – ბენ აფლეკთან რომანზე ჭორების პარალელურად ჯეილომ სოციალურ ქსელში მსგავსი ფოტოების გაზიარებით კიდევ უფრო დაგვაინტრიგა.

 

ოცდაათწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის შემდეგ საზოგადოების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ჯენიფერ ლოპესი კარიერული საქმიანობისგან პაუზას აიღებდა, თუმცა, როგორც თავად პოპვარსკვლავი აღნიშნავს, მიმდინარე პერიოდი მის ცხოვრებაში საუკეთესო ფაზაა.

 

საინტერესოა სად ინახავს ჯენიფერი ახალგაზრდობის წყაროს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს 2021 წელს ზუსტად ისე, როგორიც 2003 წელს იყო? ეს კითხვა თავად ბენ აფლეკსაც დაუსვამს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

 

ჯეილოს პასუხი კი ყოველთვის ეს გახლავთ: „არანაირი საიდუმლო არ მაქვს, JLO Beauty-ის გარდა. ჩემი ცხოვრების მანძილზე ისე კარგად არ მიგრძვნია თავი, როგორც ახლა. 20 და 30 წლის ასაკშიც ვვარჯიშობდი, თუმცა არა ისე ეფექტურად, როგორც ამჟამად. საქმე იმაშია, რომ მნიშნელოვანი არა ვარჯიშის ხანგრძლივობა, არამედ ენერგიულობა და ჭკვიანური ტაქტიკაა. შეიძლება წლების წინ ლამაზი სხეულის გამო ვვარჯიშობდი, თუმცა ამჯერად ჩემთვის პრიორიტეტული ჩემი ჯანმრთელობაა“. ახლახანს გავრცელდა ფოტოები, სადაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესი DSW-ის ფეხსაცმლის უახლესი კოლექციისთვის პოზირებს და მართლად დაუჯერებლად გამოიყურება.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ TMZ-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 16 ივლისს, კლარკის ოლქში, ნევადაში, ბენჯამინ გეზა აფლეკმა და ჯენიფერ ლინ ლოპესმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება. ცოტა მოგვიანებით ინფორმაცია წყვილთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომაც დაადასტურა. ინსაიდერმა აღნიშნა, რომ წყვილი ახლა ოფიციალურად ცოლ-ქმარია.

 

როგორც ჩანს, შეყვარებულებმა გადაწყვიტეს ურთიერთობის დაკანონება ზედმეტი აურზაურის გარეშე და ხალხის ყურადღების არიდება. ორივეს ახლა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს: ბენი დაკავებულია ფილმის გადაღებით „Nike“-ის ყველაზე ცნობილი კონტრაქტის შესახებ, ჯენიფერი კი საკუთარ პროექტებს ავითარებს. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება მდიდრული - ჰოლივუდის სტანდარტებით - ქორწილი უთვალავი ვარსკვლავი სტუმრით.

 

 

 

big_banner
არქივი