გასულ შაბათ-კვირას ჰეილი ბიბერი მეგობრების ქორწილში სტუმარად იყო მიწვეული. წვეულებისთვის 25 წლის მოდელმა „ვერსაჩეს“ კოლექციიდან განსაცვიფრებელი ატლასის კაბა აირჩია. მდიდარი მწვანე ფერის ეკიპირება ღრმა დეკოლტეთი და კორსეტით, ხაზს უსვამდა გოგონას ბრწყინვალე ფიგურას.
ჰეილიმ თავისი ლუქი „Tiffany & Co“-ის ბრილიანტის საყურეებით და საღამოს მაკიაჟით დაასრულა. ჰეილის თმა საგულდაგულოდ ჰქონდა გადაწეული.