logo_geo
დეტალები ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ფარული ქორწილიდან - რა კაბა შეარჩია პატარძალმა?
- +

18 ივლისი. 2022. 18:08

 

 

სიახლე, რომელმაც „ინტერნეტი ააფეთქა“, ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის მოულოდნელი ქორწილია.

 

სანამ ვარსკვლავის თმის სტილისტი მოასწრებდა პატარძლის ფოტოს გამოქვეყნებას, აღმოჩნდა, რომ ჯენმა ორი კაბა წაიღო პატარა, თეთრ სამლოცველოში. პირველი კაბა, რომელიც პატარძალმა მოირგო, შედარებით სადა სტილშია გადაწყვეტილი. მეორე კაბა საოცარია და არ ჯდება ჩვეულებრივ საპატარძლო დრეს-კოდში. საუბარია Zuhair Murad Mariage საქორწილო ხაზის კაბაზე. სულ რაღაც ერთი თვის წინ, დიზაინერმა ის საზოგადოებას წარუდგინა 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე. ელეგანტურია, ჩამოშვებული სახელოებით და ღრმა დეკოლტეთი, ასევე „შიშველია“  ქვედაკაბა, რომელიც მაქმანებითაა შესრულებული და დამზადებულია თხელი გამჭვირვალე ქსოვილისგან.

 

 

სიმბოლური და წინასწარმეტყველურია, რომ მსახიობს Zuhair Murad-ის საქორწინო კაბა ეცვა ფილმში „დაქორწინდი“, რომლის დებიუტი ეკრანებზე ვალენტინობის დღეს გამოვიდა. როგორც ჩანს, ეს იყო საჯარო რეპეტიცია აწ უკვე აფლეკების წყვილის კამერული ქორწილის წინ.

 

 

big_banner
არქივი