logo_geo
ემილია კლარკი საუბრობს გადატანილი ინსულტისა და თავის ტვინის ოპერაციის შესახებ
- +

19 ივლისი. 2022. 16:35

 

 

ემილია კლარკმა „Daily Mail“-თან ისაუბრა თავის ტვინის ოპერაციის შესახებ, რომელიც მან 2013 წელს, „Game of Thrones“-ის გადაღებების დროს გაიკეთა. პრობლემა პირველად სერიალზე მუშაობის დასაწყისშივე იგრძნო. 2011 წელს მისი პირველი ანევრიზმა გასკდა, რამაც ინსულტი გამოიწვია. ეს „Game of Thrones“-ის პირველი სერიის გადაღებებიდან მალევე მოხდა. ორი წლის შემდეგ პრობლემა კვლავ დაუბრუნდა. 2013 წელს სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ანევრიზმა ორჯერ გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით მსახიობს თავის ტვინის ოპერაცია დასჭირდა.

 

თავად ემილია თვლის, რომ მას გაუმართლა. ის იმ ადამიანებს შორის არის, ვინც გადარჩა და მძიმე შედეგები არ მოჰყოლია მის ოპერაციას. მსახიობი აღნიშნავს, რომ აქვს შესანიშნავი მეხსიერება, რომელსაც მუდმივად ავარჯიშებს.

 

„შემიძლია ყოველდღე ორსაათნახევარი ვითამაშო და სიტყვა არ დამავიწყდეს. მე ყოველთვის კარგი მეხსიერება მქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია მსახიობისთვის, ყოველთვის ვამოწმებ“.

 

კლარკმა აღნიშნა, რომ იმაზე ფიქრი შეწყვიტა, თუ რა ხდებოდა მის ტვინში, რადგან მან ეს უაზრობად მიიჩნია. „აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რაც შეიძლება იქ არ იყოს. მით უმეტეს, თუ ის, რაც ახლა გაქვთ, შესანიშნავია“.

 

ადრე ინტერვიუში ემილიამ აღიარა, რომ ინსულტის შემდეგ სამსახურის დაკარგვის ეშინოდა:

 

„უბრალოდ მეშინოდა, რომ სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ და ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ ისევ ისეთი ემილია ვიყავი, როგორიც ადრე. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სერიალის შემქმნელები ასეთი გაგებით და მზრუნველობით მომეპყრობოდნენ“.

 

ახლა, ემილია კლარკი ეხმარება მათ, ვისაც ეს დაავადება აქვს. მან გახსნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, სახელად „SameYou“, რომელიც ეხმარება ინსულტგადატანილ ადამიანებს.

 

 

big_banner
არქივი