logo_geo
64 წლის შერონ სტოუნმა პიკანტური ფოტო გააზიარა: „არაიდეალური, იდეალურ დღეს“
- +

26 ივლისი. 2022. 17:05

 

 

64 წლის შერონ სტოუნმა გამომწერებს მკერდის ფოტო გაუზიარა. კამერის წინ, აუზთან, მხოლოდ ქვედა ბიკინით და მხრებზე გადაგდებული პირსახოცით პოზირებდა. „არ არის იდეალური ამ იდეალურ დღეს“, - წააწერა მსახიობმა ფოტოს. თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, ეკამათებოდნენ მსახიობს, კომპლიმენტებით ავსებდნენ და ამბობდნენ, რომ ის, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურება.

 

 

გუშინ, სტოუნმა, ასევე გააზიარა უფროსი შვილობილის, 22 წლის როენის ახალი ფოტო. მსახიობმა და მისმა მეუღლემ, ფილ ბრონშტეინმა, რომელზეც 1998 წელს დაქორწინდა (ისინი 2004 წელს დაშორდნენ), იშვილეს როენი. განქორწინების შემდეგ შერონმა კიდევ ორი ბიჭი იშვილა: ლერდ ვონი და ქუინ კელი. 2020 წელს InStyle-თან ინტერვიუში შერონმა თქვა, რომ ცხოვრებაში მისი ყველაზე დიდი მიღწევა დედობა იყო. „ყველაზე მაგარი რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, არის ის, რომ ავიყვანო თავი ხელში და წინ წავიდე, გავაგრძელო ჩემი, როგორც მშობლის მიზანი - კარგად აღვზარდო შვილები. მე მათ ვეუბნები იმას, რაც გამომივიდა ან რამაც ტკივილი მომაყენა, რათა მათ გაიგონ, როგორ შეუძლია სამყაროს თავს დაესხას ქალებს, რათა მათ შეძლონ იყვნენ რაინდები მამაკაცთა შორის“, - თქვა მან.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი