logo_geo
ტინა კუნაკი ჭაობში, ჯენიფერ ლოპესი საწოლში და, რა თქმა უნდა, ბრედ პიტი - გასული კვირის მთავარი კადრები
- +

26 ივლისი. 2022. 17:25

 

 

კვირის ყველაზე განსახილველი იმიჯი, ეჭვგარეშეა, ბრედ პიტის სამოსი იყო. ფილმის „ტყვიაზე სწრაფად“ ბერლინის პრემიერაზე, ჰოლივუდის მსახიობი გამოჩნდა პიჯაკით და ქვედაკაბით. ეს ნაკრები, ისევე როგორც სარეკლამო ტურიდან სხვა კოსტიუმები, მისთვის ჰაანს ნიკოლას მოტმა შექმნა. ტანსაცმელი ხელითაა შეკერილი, ღილები კი, ჰაანსის მამის მიერაა დამზადებული. დიზაინერი შეგნებულად არ აკერებს ტანსაცმელზე ეტიკეტებს, რათა საიდუმლოების ელემენტები შეინარჩუნოს. RuNet-ში პიტის ჩაცმულობამ მაშინვე მიიქცია ყურადღება კოსტიუმის ფერის გამო და იგი შეადარეს ლუდმილა პროკოფიევნას, ფილმიდან „სამსახურებრივი რომანი“. თავად პიტმა თავისი არჩევანი ახსნა, როგორც „ნიავი“. იმ დღეს ბერლინში ძალიან ცხელოდა.

 

 

 

 

 

 

საზოგადოებას ჯერ არ განუხილავს ჯენიფერ ლოპესის საქორწინო კაბა. ლას-ვეგასში, ბენ აფლეკთან მოულოდნელი ქორწილის შემდეგ, მომღერალმა მხოლოდ რამდენიმე ფოტო გააზიარა, მაგრამ ის თეთრებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა ფოტოსესიის გარეშეც. გაღიმებული ჯენიფერის დილის ფოტომ საწოლში, მაკიაჟის გარეშე, საქორწინო ბეჭდით, დაიპყრო ინსტაგრამის 2,3 მილიონი მომხმარებლის გული. საქორწინო კაბებს კი, ალბათ, მთელი დიდებით ვიხილავთ ახლო მომავალში. როგორც ინსაიდერები ამბობენ, ჯეი ლო და ბენი ქორწილის აღნიშვნას სტუმრებთან ერთად აუცილებლად აპირებენ.

 

 

ამ კვირაში მოდელებმა დაიწყეს ბრძოლა ვარდისფრის დომინირებასთან ნეონის ღია მწვანე კოსტიუმებით. მეგან ფოქსს და ჰეილი ბიბერს მოჰყვა ჯიჯი ჰადიდი, რომელიც ბრიტანულ Vogue-ის წვეულებაზე ბრჭყვიალა, ლაიმის შეფერილობის Self-Portrait კაბით გამოვიდა. ტინა კუნაკიც თავს ალბათ სამეფო ბაყაყად გრძნობდა, მაგრამ მწვანე "გამა" მასთან ახლოს იყო, მხოლოდ როგორც დეკორაცია. მან ფოტოსესიის გამართვა საერო წვეულებებისგან შორს, ჭაობთან გადაწყვიტა.

 

 

 

 

big_banner
არქივი