logo_geo
ბელა ჰადიდი ყველაზე მხიარულ სპორტულ ფეხსაცმელს ატარებს
- +

26 ივლისი. 2022. 18:34

 

 

ვაღიაროთ, რომ ბელა ჰადიდის ქუჩის სტილი ზოგჯერ უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მისი პოდიუმის. როგორც ვიცით, სუპერმოდელი ყოველდღიურად არ სარგებლობს სტილისტების მომსახურებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი ყოველ გამოჩენაში - მისი პიროვნების 100%-ს გვაჩვენებს. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს საყვარელ მოდელს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს. ცოტა ადამიანი თუ მისცემს თავს ყველაზე მხიარული სპორტული ფეხსაცმლით პაემანზე წასვლის უფლებას.

 

 

 

ნიუ-იორკის ქუჩებში ჰადიდი მეგობრის, მარკ კოლმანის გარემოცვაში გამოჩნდა. მოდელს ეცვა სპორტული ფეხსაცმელი Kerwin Frost x Adidas Forum High-ის კოლაბორაციიდან. მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი გამოირჩეოდა „მაკიაჟით“, კბილები, მიმაგრებული ცხვირით, მაქმანებითა და მოხატული თვალებით. ასევე, ქუსლზე ჩამოშვებული თმით.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი