logo_geo
რიანამ მადონას 1990 წლის სასცენო კოსტიუმის იდენტური ბიუსჰალტერი მოირგო
- +

28 ივლისი. 2022. 16:33

 

 

რიანამ მადონას სტილი გაიმეორა, მან პოპის დედოფლის 1990 წლის სასცენო კოსტიუმის იდენტური ბიუსჰალტერი მოირგო.

 

რიანა შაბათ-კვირას ნიუ-იორკში კარბონში სადილზე მიმავალი შენიშნეს მეუღლესთან A$AP Rocky-თან ერთად. მას ეცვა შავი ატლასის კონუსებრი ბიუსტჰალტერი, რომლის ღირებულებაც $650-ია და ასევე, მაქმანებიანი ლეგინსები, რომლის ღირებულებაც $990-ია, საკულტო სტილი თავისებურად დაასრულა შავი ტყავის პალტოთი, „Dior“-ის ჩანთით და „The Attico“-ს ქუსლიანი ფეხსაცმლით, რომლის ღირებულებაც $603-ია.

 

 

„ლუქი“ შეიქმნა ჟან პოლ გოტიეს სტილისტის, ლოტა ვოლკოვასთან თანამშრომლობით.

 

რა თქმა უნდა, გოტიეს კონუსური ბიუსჰალტერი სენსაციად აქცია 1990 წელს, მადონას „Blond Ambition“ ტურის დროს და მას შემდეგ ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ გახდა სუპერ-აქტუალური.

 

გასული წლის განმავლობაში მსგავსი ბიუსჰალტერით ასევე გამოჩნდნენ ისეთ ვარსკვლავები, როგორებიც არიან: Cardi B, Megan Thee Stallion და კაილი ჯენერი.

 

 

big_banner
არქივი