logo_geo
როგორ ისვენებს ჯიჯი ჰადიდი სენ-ტროპეში - წვეულება ბექჰემებთან და გასეირნება ლეონარდო დიკაპრიოს იახტით
- +

28 ივლისი. 2022. 17:51

 

 

ჯიჯი ჰადიდი უკვე მეორე კვირაა, სენ-ტროპეში ისვენებს, სადაც, ბოლო პერიოდში უამრავი ცნობილი სახე ნახეს. მაგალითად, დასავლური მედია რამდენიმე დღეა, ზედიზედ აქვეყნებს პაპარაცების ფოტოებს, რომლებიც დროდადრო ახერხებენ ბექჰემების ოჯახის წევრების გადაღებას.

 

გუშინ, მათ ჯიჯიც შეუერთდა. მოდელი დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა წვეულებაზე მიიწვიეს, რომელიც ნაქირავებ იახტაზე მოეწყო. ბექჰემების ოჯახი იახტას კვირაში 1,6 მილიონ ფუნტად (დაახლოებით 2 მილიონ დოლარად) ქირაობს. იქ მათ აქვთ 12-მეტრიანი საცურაო აუზი, სპა საუნით, სპორტული დარბაზი, კინოთეატრი და საცეკვაო მოედანი.

 

წვეულებისთვის ჯიჯიმ აირჩია „Zimmermann“-ის კრემისფერი კაბა და მზის სათვალე შეუხამა. ჯიჯი ჰადიდი დაუახლოვდა ცნობილ ოჯახს, რადგან ის ნიკოლა პელცის ბავშვობის მეგობარია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ბექჰემების უფროს შვილზე, ბრუკლინზე. გარდა ამისა, ბექჰემთან ურთიერთობამდე ნიკოლა ხვდებოდა ჯიჯის უმცროს ძმას, ანვარს.

ბრუკლინი და ნიკოლა წვეულებას არ შეუერთდნენ. ადრე, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვიქტორიას და დევიდს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მისი შვილის მეუღლესთან. როგორც ჩანს, ბექჰემების ოჯახსა და პელცის კლანს შორის გარკვეული დისტანციაა. სხვა წყარომ აღნიშნა, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭორები და ბექჰემები მალე შეხვდებიან შვილს და მის მეუღლეს. გასულ კვირას, ჯიჯი ჰადიდმა, ლეონარდო დიკაპრიოსა და ტობი მაგუაიართან ერთად იახტაზეც გაატარა დრო, სადაც ვერტმფრენით ჩაფრინდა. ადრე დასავლურ მედიაში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ დიკაპრიო, რომელიც ახლა კამილა მორონეს ხვდება, ჰადიდს ეფლირტავებოდა.

 

 

 

big_banner
არქივი