logo_geo
ანჯელინა ჯოლი გვიჩვენებს, როგორ უნდა ატარო სწორად პიჟამას სტილის ორეული, რომ ეფექტურად გამოიყურებოდე
- +

29 ივლისი. 2022. 13:16

ელეგანტური კომფორტული სამოსი კვლავ მოდურია, განსსაკუთრებით კი, პიჟამის სტილის კოსტიუმები და აბრეშუმის „სპორტული შარვლები“. პანდემიის შემდეგ თავისუფალი, თეთრეულის სტილის სამოსი მტკიცედ შევიდა ინფლუენსერების გარდერობში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თანამედროვე სამყაროში შენი კომფორტი სილამაზეს არ უნდა შესწირო.

 

ასე რომ, გუშინ, 28 ივლისს, ანჯელინა ჯოლი აეროპორტში ყავისფერ პიჟამას სტილის კოსტიუმში შენიშნეს. შოკოლადის ელფერი ხაზს უსვამდა ვარსკვლავის კონტრასტულ გარეგნობასა და ფაიფურის კანს, თავად სახე კი, ელეგანტური ჩანდა. ჯოლიმ გარეგნობა ზაფხულისთვის ყველაზე კომფორტული და მრავალმხრივი ფეხსაცმლით დაასრულა, ყავისფერი Valentino-ს ქოშებით. ბრტყელ ძირზე ასეთი მოდელი არის საზაფხულო ბაზა, რომელიც ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს. ის უხდება ნებისმიერ ჩაცმულობას და შეიძლება შერწყმული იყოს ყველაფერთან: კაბებთან და ქვედაბოლოებთან თუ შორტებითან, ან ჯინსებითან და თუნდაც... პიჟამასთან.

 

 

 

big_banner
არქივი