logo_geo
კიანუ რივზი მისთვის უცნობი წყვილის ქორწილში მივიდა
- +

29 აგვისტო. 2022. 00:59

 

 

მსახიობი კიანუ რივზი მისთვის უცნობი წყვილის ქორწილში აღმოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ამოცემის ინფორმაციით, „მატრიცის“ ვარსკვლავი ბრიტანეთში, ნორტჰემპტონშირში ფორმულა 1-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე ჩავიდა. მსახიობი ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი წყვილის - 35 წლის ჯეიმსისა და 34 წლის ნიკი როუდნაითებისქორწილს აღნიშნავდნენ.

ჯეიმსმა რივზი სასტუმროს ბარში შენიშნა და წვეულებაზე დაპატიჟა. მოგვიანებით მსახიობი მართლაც მივიდა ქორწილში.

„ვერ ვიჯერებდი, რომ ეს კიანუ რივზი იყო. ძალიან სასიამოვნო ადამიანია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკიმ.

big_banner
არქივი