logo_geo
დათო ფორჩხიძე: ეს ცხოვრება ასე მიდის, ჩვენ წავიყვანეთ ასე...
- +

29 მაისი. 2017. 17:13




„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი მუსიკას უკავია... მუსიკის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ვერ ვიქნებოდი ბედნიერი, რეალიზებული, წარმატებული..." - ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ფორჩხიძემ გაზეთ „კვირის პალიტრის" ბლიც-ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნებისმიერი წარმატება, რომელიც მქონია ცხოვრებაში, თავდაპირველად წარმოუდგენელი იყო. სხვათა შორის, წარმატება რაც უფრო იმატებდა, მით უფრო ვფიქრობდი, რომ გამიმართლა და აი, ახლა დამთავრდება-მეთქი, „ეს გეყოფა, დათო, - მეუბნებოდა თითქოს ჩემი მეორე „მე", - რასაც მიაღწიე, უკვე ბევრია..." ყოველი ახალი წარმატება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.

 

ნებისმიერი ჩემი წამოწყება, რომელიც ისე არ მთავრდებოდა, როგორც დაგეგმილი მქონდა, პირად ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში, იყო ჩემი იმედგაცრუება. დეპრესიაშიც ვვარდებოდი, თუმცა მერე ვსწავლობდი ამასთან ბრძოლას, იმიტომ, რომ ვფიქრობ, პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც დამარცხებას ისწავლი. შეიძლება ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ერთი ათჯერ მაინც წააგო... წაგება უნდა ისწავლო", - განაცხადა დათო ფორჩხიძემ.


დათო ფორჩხიძის თქმით, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია მისი ცხოვრება კარგისკენ ან ცუდისკენ შეცვალოს.

 

„იმავე გზით ვერაფრით ვერ გაივლი, რაც უნდა გინდოდეს... იმიტომ, რომ ერთ სიმღერას რომ ვაკეთებ, მეორედ იმავეს არანჟირებას, კოპირებას რომ ვიწყებ, იგივე „მე", ჩემი შექმნილი არ გამომდის. ორი ერთნაირი შვილიგყავთ ვინმეს? ვერ გეყოლებათ. ცხოვრება ამიტომაც არის კარგი, ეს ცხოვრება ასე მიდის, ჩვენ წავიყვანეთ ასე...

 

მე ჩემი მკაცრი შეხედულებები მაქვს, ცხოვრება როგორი იქნება, ცხოვრების მერე რა იქნება, ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვის ყველაფერი, თავისი ჯოჯოხეთებითა და თავისი სამოთხეებით, აქ ხდება. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული... თუმცა, წამითაც არ მტოვებს იმის განცდა, რომ მარტო ვერაფერს გავაკეთებ, ჩემს ცხოვრებაზე სხვა ადამიანებიც ახდენენ დიდ გავლენას, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია, ჩემი ცხოვრება ცუდისკენ ან კარგისკენ შეცვალოს", - განაცხადა დათო ფორჩხიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი