logo_geo
ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია
- +

5 ივნისი. 2017. 23:03


 

ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ვარსკვლავური წყვილია. წარმოგიდგენთ მოვლენებს, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა მათი სიყვარულის ისტორია.

 


ნოემბერი, 2015: ჯიჯისა და ზეინზე სასიყვარულო ჭორები პირველად მაშინ გავრცელდა, როცა მოდელს ჯო ჯონასთან რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა გაწყვეტილი ურთიერთობა. ზეინის გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ კუმირს უკვე შეყვარებული ჰყავდა. ცოტა ხანში, მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტოც დადო, სადაც ჯიჯის სათვალეები ეკეთა.



ნოემბერის ბოლოს კი უკვე ხელიხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.


 

ამის შემდეგ, ჯო ჯონასმა ჯიჯი ინსტაგრამ გამომწერებიდან წაშალა და იმ წელს გადაღებული ფოტო დადო, სადაც ის, კეინი ვესტი და ზეინი ერთად არიან ჰეშთეგით "რაზმი"-მომღერალმა ფოტო ასე დააკომენტარა: „ვწუხვარ, რომ მათი მეგობრობა აღარ არსებობს."



ამ ფატზე მოდელმაც გადაწყვიტა საჯარო აღიარება და ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და უბრალოდ უნდა განვაგრძოთ ის. რაც მთავარია ის შეფარულად მოუწოდებდა ყოფილ შეყვარებულს, რომ არ გაეკიცხა.

 

 

პირველი საერთო ფოტო ინსტაგრამზე:



პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელიც ზეინმა სოლო ამპლუაში ჩაწერა, ჯიჯისთან ერთად გადაიღო. ის მართლაც სექსუალური გამოვიდა.


 

აპრილი 2016: Vogue-მა მათ წყვილის ამპლუაში პროფესიონალური ფოტოსესია მიუძღვნა.


 

წყვილმა გადაღებებიდან პირადი ვიდეოც კი გაგვიზიარა.

 

 

მაისი 2016: ჯიჯი და ზეინი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. ჯიჯის „ვერსაჩეს" კაბა ეცვა.



ტაბლოიდებზე გავრცელდა ჭორები, რომ ისინი დაშორდნენ, მაგრამ ჯიჯის ინსტაგრამზე მალევე გამოჩნდა ამის საწინააღმდეგო ფოტო.



„ვერსაჩეს" ჩვენებაზე


 

წელს, მეორე ვალენტინობა გაატარეს ერთად:



ჯიჯი საჯაროდაც გამოტყდა სიყვარულში



ზეინმა კი დაბადების დღე ასე მიულოცა


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი