logo_geo
რუპერტ გრინტმა გაამხილა რა მოიპარა „ჰარი პოტერის“ გადასაღები მოედნიდან
- +

9 თებერვალი. 2023. 11:18

 

 

რუპერტ გრინტმა „ჰარი პოტერის“ გადასაღები მოედნიდან სამახსოვრო სუვენირი მოიპარა. ამის შესახებ მსახიობმა, რომელიც ფილმებში რონალდ უიზლის როლს ასრულებს People-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

გრინტმა აღიარა, რომ მან სახლში დარსლების მისამართის დაფა წაიღო, რომელსაც პრაივიტ დრაივ #4 აწერია. მისივე თქმით, გადასაღებ მოედანზე წესრიგს ძალიან მკაცრად იცავდნენ, ფრანშიზის ფინალურ ფილმზე მუშაობის ბოლო დღეს კი დაცვა ფაქტობრივად ჩხრეკდა ავტომობილებს, რომლებიც სტუდიას ტოვებდნენ.

 

მაგრამ მოვახერხე ჰარის სახლის სამართის დაფის გატანა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო“, - იხსენებს მსახიობი.

 

2010 წელს გრინტმა აღიარა, რომ ერთხელ უკვე სცადა მოედნიდან რეკვიზიტის გატანა, კერძოდ დრაკონის ოქროს კვერცხი. ამაში მას მსახიობები ჯეიმს და ოლივერ ფელპსები ეხმარებოდნენ, რომლებიც ფილმებში მის ძმებს - ფრედ და ჯორჯ უიზლის როლებს ასრულებდნენ, თუმცა დაცვამ მათი შეჩერება მოახერხა.

 

 

big_banner
არქივი