logo_geo
სოფი ქავთარაძე: არ უთქვამს, მიყვარხარო... კინოში მაკოცა და ამით ნათქვამი იყო ყველაფერი
- +

10 ივნისი. 2017. 19:00



„იქს-ფაქტორელმა" მერაბ ამზოევმა, რომელმაც მაყურებლის სიმპათია გარეგნობით თუ ვოკალური მონაცემებით უკვე დაიმსახურა, თავისი მეუღლე სოფი ქავთარაძე გამოაჩინა, რომლის მიმართაც არანაკლები ინტერესი გაჩნდა. როგორ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი წყვილს, ამ თემაზე სოფიმ „პრაიმტაიმთან" ისაუბრა.


კოლეჯში შევხვდით ერთმანეთს. მე სასტუმროს ბიზნესს ვსწავლობდი, მერაბი -ბარმენობას. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ შორიდან ვხედავდით ერთმანეთს. ერთხელ გიტარაზე უკრავდა, მე დარბაზში მივდიოდი. დამიძახა, სოფო, ერთი წუთით მოდი, სიმღერა ვისწავლოთო. ბანკეტისთვის სიმღერას ამზადებდა და უნდოდა, დუეტში გვემღერა. გამიკვირდა. მოკლედ, ასე გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და მერე, როგორც ხდება ხოლმე... არ უთქვამს, მიყვარხარო. კინოში მაკოცა და ამით ნათქვამი იყო ყველაფერი.

ჩვენს შორის ეჭვიანობა არ არის. ერთმანეთს ვენდობით. 5 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ორი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. მერაბის განსაკუთრებული მოთხოვნა ისაა, რომ საჭმელი უნდა იყოს ყოველთვის მზად, სახლი დალაგებული...თუ ასე არაა, ძალიან გაბრაზდება", - ამბობს სოფი ქავთარაძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი