logo_geo
ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონს ანჯელინა ჯოლისთან ღალატისთვის ბოდიში მოუხადა
- +

15 ივნისი. 2017. 21:06


 

ბრედ პიტისა და ანჯლინა ჯოლის სამსახურეობრივი რომანი, რომელიც „მისტერ და მისის სმიტების" გადასაღებ მოედანზე დაიწყო, ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდა და ჯენიფერ ენისტონს, იმ დროისთვის ბრედის ცოლს, ბევრი ტკივილი მიაყენა.


როგორც ენისტონის ახლობელი წყაროები იტყობინებიან, მსახიობისთვის განქორწინება ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი განცდები წარსულში დარჩა და ჯასტინ ტერუსთან შეხვედრისას, ბედნიერება იპოვა.


მას შემდეგ, რაც ბრედი და ჯენიფერი განქორწინდნენ, ანჯელინას პროტესტის გამო ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს. მარტოობაში დარჩენილმა პიტმა კი, ენისტონთან შეხვედრის გზების ძიება დაიწყო და პირველად მრავალი წლის შემდეგ მას დაბადების დღე მიულოცა.


ის ცდილობს თუნდაც მეგობრული ურთიერთობის აღდგენას. ბრედმა ყოფილ ცოლს 12 წლის წინ მომხდარის გამო ბოდიშიც მოუხადა.


„მან ბოდიში მოიხადა მისთვის მიყენებული ტკივილისთვის. საუბრობს გულახდილად და აღიარებით, რაც პიტს არ სჩვევია, მაგრამ ფსიქოთერაპია, რასაც ბოლო რამდენიმე თვე მიუძღვნა, სასწაულებს ახდენს - ბრედმა საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა ისწავლა", - ჰყვება წყარო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი