logo_geo
გიგანტური ობობას ქანდაკება Sotheby's აუქციონზე $32.8 მილიონად გაიყიდა
- +

22 მაისი. 2023. 01:27

 

 

Sothbey’s აუქციონზე ობობას გიგანტური ბრინჯაოს ქანდაკება რეკორდულ თანხად - 32,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ქანდაკების ავტორი ლუიზ ბურჟუაა. ობობას სიმაღლე 3 მეტრია, სიგანე კი 5,5. ქანდაკებამ აუქციონზე ორი რეკორდი დაამყარა: ეს ბურჟუას ყველაზე ძვირადღირებული ქმნილება გახდა (არტისტის წინა რეკორდი 31,2 მილიონს შეადგენდა), ამასთან ბურჟუა ყველაძე ძვირადღირებული მოქანდაკე გახდა, რომლის ნამუშევრებიც აუქციონზე ყოფილა გატანილი.

 

ლუიზ ბურჟუა პარიზში დაიბადა, მაგრამ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა, სადაც სახელი უჩვეულო ინსტალაციებით გაითქვა. მისი მონუმენტური ქანდაკებები თანამედროვე ხელოვნების ცნობილ მუზეუმებში გამოიფინება. ბურჟუა 2010 წელს, 98 წლისა გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი