logo_geo
ალექსანდრე დარახველიძე: ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს პოლიციელების თხოვნას და არ დაუშვებს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას
- +

22 ნოემბერი. 2023. 21:07

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს პოლიციელების თხოვნას, რომლებიც დაზარალდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და არ დაუშვებს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას," - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

 

 

„ქვეყანაში არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები ის პირები, ვინც თავს ესხმიან პოლიციელებს, ცეცხლს უკიდებენ და მათზე ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ. აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წარსულში დაფიქსირდა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების ფაქტი. კერძოდ, პრეზიდენტმა შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი, რომელსაც ნაცვლად 12 წლისა, 5 წლის გატარება მოუწია ციხეში“, - აცხადებს დარახველიძე.

big_banner
არქივი