logo_geo
პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის თავდაცცის უწყებაში, შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
- +

23 ნოემბერი. 2023. 11:26

 

 

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან, ჯეიმს ჰიპისთან, შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები,  თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ნაბიჯები, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები და ქვეყნის ევრო-ატლანტილური ინტეგრაციის პროცესი.

 

ქართული დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონში დიდი ბრიტანეთის და ნატო-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროებას, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10 გეგმის იმპლემენტაციაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობას.

 

შეხვედრაზე, მასპინძელი მხარის  მიერ აღინიშნა, რომ ბრიტანეთი აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებებით საქართველოს მხარდაჭერას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

 

ქართველმა კანონმდებლებმა ბრიტანელ მაღალჩინოსანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.

 

 

big_banner
არქივი