logo_geo
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო
- +

24 ნოემბერი. 2023. 14:00

 

 

საბურთალოს რაიონში,  დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია გაფართოვდა.

 

პროექტის ფარგლებში, 2 300 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე.

 

დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 200 კვ.მ ფართობზე დაირგო რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

 

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „ლაგომ“ შეასრულა.

 

დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.

 

 

big_banner
არქივი