logo_geo
პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

25 ნოემბერი. 2023. 14:04

 

პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე განცხადებით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

 
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

big_banner
არქივი