logo_geo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
- +

28 ნოემბერი. 2023. 00:41

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გასვლითი სხდომის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, აკადემიის რექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი პარლამენტის წევრებს მიესალმა და კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს აკადემიის ხელმძღვანელობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

აკადემიის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა ვახტანგ გაბრიჭიძემ გააცნო. მან აკადემიის მისიასა და საქმიანობაზე ისაუბრა.

 

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აკადემიის ბიუჯეტი 7,8 მლნ ლარს შეადგენს და აკადემიაში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მისივე ინფორმაციით, აკადემიაში სწავლობენ პატრულ-ინსპექტორები, უბნის ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, გამომძიებლები, მესაზღვრე-კონტროლიორები, მესაზღვრეები და პოლიციის მენეჯერები.

 

 

მომხსენებლის თქმით, აკადემია სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლების გადამზადებასაც ახორციელებს.

 

 

მანდატურების მომზადება-გადამზადებას სრულად ჩვენ ვახდენთ. აქტიურად ვართ ჩართულები ფინანსთა სამინისტროსთვის თანამშრომლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით რეინჯერების მომზადება-გადამზადებაში“, - განაცხადა ვახტანგ გაბრიჭიძემ.

 

 

მომხსენებელმა აკადემიაში სწავლის პროცესზე და მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, სწავლის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ფსიქოლოგები.

 

 

ვახტანგ გაბრიჭიძის განცხადებით, სწავლების პირველ საფეხურზე აკადემიას აქვს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა, ასევე გამომძიებელთა და მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების საბაზისო პროგრამა. სწავლების მეორე საფეხურზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესიის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამა. ხოლო სწავლების მესამე საფეხურზე აკადემია შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა თანამდებობრივი დაწინაურების საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

big_banner
არქივი