logo_geo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
- +

28 ნოემბერი. 2023. 11:51

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩს − ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა  საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.

 

ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე  კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

 

 

big_banner
არქივი