logo_geo
მიხეილ დუნდუა: დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება
- +

30 ნოემბერი. 2023. 21:40

"სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, კერძო სექტორის მხარდაჭერითა და კარგი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკით შესაძლებელი ხდება კარგი მიზნების მიღწევა," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

 

 

„დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ვითარება კარგი იქნება, ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი და მომდევნო წელსაც გვექნება შესაბამისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად ვიმოქმედოთ და სოციალური ფონი გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

big_banner
არქივი