logo_geo
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება
- +

1 დეკემბერი. 2023. 15:03

 

 

2023 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ტარდება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.

 

სიმპოზიუმი ეძღვნება ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.

 

სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები,  ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები.

 

სიმპოზიუმის მიზანია: მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრება ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში.

 

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურება სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.

 

 

big_banner
არქივი