logo_geo
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 კურსდამთავრებული დააჯილდოვეს
- +

1 დეკემბერი. 2023. 23:45

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

 

 

პროგრამის ფარგლებში 18 რეზიდენტი გადამზადდა. კურსდამთავრებულები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა, ელჩმა რობინ დანიგანმა დააჯილდოვეს.

 

 

ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის მიზანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებისა და ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის კონტექსტში, ეპიდემიოლოგების, ვეტერინარებისა და გარემოს სპეციალისტების პოტენციალის გაზრდაა.

 

 

ღონისძიებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საქართველოს ოფისის დირექტორი ტუშარ სინგჰი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

big_banner
არქივი