logo_geo
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
- +

2 დეკემბერი. 2023. 10:02

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამილა ბარკალაიამ, საბჭოს მნიშვნელობასა და შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა.

 

 

შეხვედრაზე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ კურტანიძემ, საქართველოში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარებაზე წარადგინა პრეზენტაცია. შემაჯამებელ შეხვედრაზე, პრეზენტაციები წარადგინეს საბჭოში შემავალი დეინსტიტუციონალიზაციის, სოციალური სერვისების განვითარებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის კომიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა, შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
შეხვედრას საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

big_banner
არქივი