logo_geo
აბანოთუბანში ყოველ საღამოს კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდება
- +

9 ივლისი. 2017. 00:36


კომპანია „ბოქს მედია გრუპ"-ის პროექტი „ჩემი ძველი ქალაქი" დაიწყო. ყოველ საღამოს, აბანოთუბანში, 21:00 საათზე, ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია.


ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის წარმოდგენილი იქნება ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები და გასართობი ვიდეოანიმაცია.


პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერობის კანდიდატები დაესწრნენ.


პროექტი „ჩემი ძველი ქალაქი" 2016 წელს დაიწყო და მას ყოველწლიური სახე მიეცა.



 

big_banner
არქივი