logo_geo
დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს
- +

9 ივლისი. 2017. 12:52



დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს. უცნობმა პირმა საღებავით საფლავის ქვაზე დატოვა წარწერა „გადამასვენეთ".


დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნა. დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე მომხდარს ხვალინდელ თარიღს უკავშირებს. 10 ივლისი ჯაბა იოსელიანის გარდაცვალების დღეა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს.


შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი, შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონი"-ის დამაარსებელი და ლიდერი ჯაბა იოსელიანი 2003 წელს გარდაიცვალა.



 

big_banner
არქივი