logo_geo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრა გამართა
- +

6 დეკემბერი. 2023. 21:26

"საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელაგაცია ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა, "- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, დელეგაციას აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა - ჟანგ იაპინგმა უმასპინძლა.

 



„კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. გივი მიქანაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა ორი ქვეყნის მეცნიერების აკადემიებს შორის ჩამოყალიბებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და გამოთქვა შემდგომი განვითარების სურვილი.

 



შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში კომუნიკაციასა და ერთობლივი ძალისხმევით საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების ხელშეწყობაზე.

 



საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - ნოდარ ტურძელაძე.

 



დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

big_banner
არქივი