საქართველოს მოსახლეობა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას სულ უფრო და უფრო იშვიათად იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ სერვისის აბონენტთა რაოდენობა 40 %-ით არის შემცირებული.
2013 წლის მაისში ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების აბონენტების რაოდენობა 1.16 მილიონი იყო, დღეს კი - 727 000-ია.
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის შემცირება, პირველ რიგში, იმას უკავშირდება, რომ აბონენტები მობილურ სატელეფონო მომსახურებას ამჯობინებენ.