logo_geo
ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) ფარგლებში წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

8 დეკემბერი. 2023. 11:51

 

 

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) ფარგლებში გამართულ წლის შემაჯამებელ  სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების მხარდამჭერმა პარტნიორებმა 2023 წელს განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. მხარეებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ შემუშავებული ტყის მდგრადი მართვის საოპერაციო დონის კრიტერიუმებსა  და ინდიკატორებზე იმსჯელეს.

 

„ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში განვიხილეთ სატყეო სექტორის რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები.  სატყეო რეფორმა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ფაზიდან გადავიდა მისი განხორციელების ფაზაზე, რაც ასევე მოითხოვს ჩართული მხარეების აქტიურობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, როგორც საჯარო უწყებების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს,  ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში”,  - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

 

შეხვედრაზე ტყის მართვის ორგანოებმა ანგარიში წარმოადგინეს 2023 წელს განხორციელებულ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე, ტყეების ინვენტარიზაციაზე, ტყის აღდგენასა და ტყითსარგებლობის საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევებს ჭალის ტყეებთან დაკავშირებით; პარტნიორმა ორგანიზაციებმა განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი