logo_geo
ლეგენდარული ალპინისტი რეინჰოლდ მესნერი საქართველოს მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა
- +

10 ივლისი. 2017. 22:14



საქართველოს იტალიელი ალპინისტი, მრავალი წიგნის ავტორი და თავგადასავლების მაძიებელი რეინჰოლდ მესნერი ეწვია, რომელიც საქართველოს მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა.


ვიზიტის ფარგლებში რეინჰოლდ მესნერმა მოინახულა კახეთი, ალავერდის საკეთედრო ტაძარი, იყალთოს აკადემია და ახალი ქვევრის სკოლა. იმყოფებოდა თუშეთში. თბილისში კი შეხვდა ქართველ მთამსვლელებს. რეინჰოლდ მესნერი ასევე მოინახულებს სვანეთსა და ყაზბეგს.


მესნერი არის პირველი მთამსვლელი მსოფლიოში, რომელმაც 1980 წელს მარტომ დაიპყრო ჯომოლუნგმა ჟანგბადის აპარატის გარეშე.


ის პირველია, რომელმაც დალაშქრა თოთხმეტივე 8000 მეტრიანი მწვერვალი, მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო.


გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, სადაც აღწერს თავის მოგზაურობებს და თავგადასავლებს.


13 წლის ასაკიდან დაიწყო ურთულესი ასვლების განხორციელება. ამ ასაკში რეინჰოლდი თავის 11 წლის ძმასთან ერთად ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი