logo_geo
ლინკოლნ მიტჩელი: სააკაშვილს საქართველოში მომავალი აღარ აქვს!
- +

11 ივლისი. 2017. 01:02



ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი ლინკოლნ მიტჩელი "აიპრესთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილს სჯერა, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მას შეუძლია. მისი თქმით, მანამ, სანამ ეს ასეა, ყოფილი პრეზიდენტი არ შეწყვეტს მცდელობას, იყოს ნაწილი ქვეყანაში არსებული სიტუაციისა.


- სააკაშვილი მართლა უკრაინის პოლიტიკაზე გადაერთო, თუ მისი მიზანი კვლავ საქართველოა?


- ერთ ძველ ებრაულ გამოთქმას ვიტყვი: „ორ ქორწილში ერთი სამოსით ვერ იცეკვებ". ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი მორჩა საქართველოში. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ეცეკვა ამ ორ ქორწილში და არ გამოუვიდა. მას უკრაინაშიც დიდი წინააღმდეგობები აქვს. არ მგონია, რომ ეს რაიმე თამაშის ნაწილი იყოს, ჩემი აზრით რეალურად გაიყვნენ.


რომ ვამბობ, სააკაშვილი აქ (საქართველოში) მორჩა-მეთქი, ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ მას აქ მომავალი აღარ აქვს. მას ჰგონია, რომ საქართველოში აქვს მომავალი. იგი ქართველია, საქართველოს პრეზიდენტი იყო, ჰგონია, რომ მხოლოდ მას შეუძლია საქართველოს გადარჩენა და მანამ, სანამ ეს ასე ჰგონია, შეეცდება საქართველოში არსებული სიტუაციის ნაწილი იყოს, განურჩევლად იმისა, ექნება თუ არა მხარდაჭერა


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი