logo_geo
24 წლის ქართველი გოგონა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს
- +

11 ივლისი. 2017. 01:30



24 წლის მერი მძლეური ავტომოყვარულია, რომელიც უკვე 6 წელია მომსახურების სფეროშია, ბოლო 5 თვე კი თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობს.  როგორც ახალგაზრდა მძღოლი ამბობს, მანქანის მართვის სიყვარულთან ერთად, ეს სამსახური მისთვის დამატებითი შემოსავალია.  


„ტაქსის მძღოლად მუშაობა ჩემთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, ამჟამად Foodpanda-შიც ვმუშაობ, სადაც დელივერი რგოლის ერთ-ერთი მმართველი ვარ. ტაქსის მძღოლად მუშაობის დაწყებით ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, ვერ გავაბედნიერე, მაგრამ ამ ამბავს გაგებით მოეკიდნენ. მეგობრებს არც გაკვირვებიათ, ვინაიდან მგონი უკვე მიჩვეული არიან ჩემს „არასტანდარტულ" გადაწყვეტილებებს. მგზავრებს, განსაკუთრებით გოგონებს, ძალიან უხარიათ, როცა საჭესთან გოგონა ხვდებათ და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება მეც მსიამოვნებს. სულ უფრო ხშირად ვგრძნობ, რომ მგონი საზოგადება მიხვდა, შრომა სათაკილო არ არის.

 

სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, მანქანა მანამდეც მყავდა. მასწავლებელმა მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის მანევრები მასწავლა, დანარჩენი არავის არაფერი უსწავლებია. ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე როგორ მართავდნენ სხვები ავტომობილს და თეორიულად ყველაფერი ვიცოდი. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ რბოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ისიც წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად დავდებ შედეგს", - ამბობს მერი მძლეური „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი