logo_geo
გელა ზედელაშვილი: „რუსთავი 2“-ს ამჯერადაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!
- +

11 ივლისი. 2017. 12:29



„ოფიციალურად ვაცხადებ: კომპანია „ბეიქერთან" დაკავშირებით, „რუსთავი 2" განზრახ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს და შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„ვინაიდან, ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, სერგო ჯავახიძე არის ჩემი მეგობარი, ვარ თვითმხილველი, თუ როგორ წამოიწყო სერიოზული პროექტები, როგორ ჩაერთო კონკურსში, როგორ ნერვიულობდა, როგორ გახდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პარტნიორი, როგორ დაასაქმა 50-ზე მეტი პატიმარი, როგორ დაუნიშნა თითოეულს 300-ლარიანი ხელფასი, ასევე როგორ დაასაქმა ათეულობით ადამიანი პენიტენციური სისტემის გარეთ და როგორი აღფრთოვანებული იყო, როცა ეს საქმე გამოუვიდა.

 

„რუსთავი 2" ჩვეული ბინძური მეთოდებით ცდილობს, მაყურებელი შეიყვანოს შეცდომაში და საკითხი წარმოაჩინოს ისე, თითქოს სერგო ჯავახიძეს ლობირებდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები, თითქოს ტენდერში გაამარჯვებინეს სუს-ის ხელშეწყობით და რაც მთავარია, კომპანია არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ახლო ნათესავის.

 

უცნაურია, რომ „რუსთავი 2"-ს (თუმცა არც არის უცნაური, ეს ხომ ჩვეული ხელწერაა?) თავის კუდად, მოწმედ გამოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი ბაჯელიძე, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დააპატიმრეს საკუთარ კაბინეტში ქრთამის აღებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცემის ბრალდებით. სასამართლომ მას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯა, 6 თვე იჯდა ციხეში და შემდეგ შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მაშინ, როცა პრეზიდენტს ძლივს, ჯიკავ-ჯიკავით შეაწყალებინეს 4 შვილის დედა, თეა სირაძე, როგორ მოხდა, რომ მექრთამე გამოუშვეს სულ რაღაც 6 თვეში და მან მადლობის თქმის ნაცვლად იქით დაიწყო ბრალდებების წაყენება? ალბათ, დამეთანხმებით, ბაჯელიძის საქციელი არ ჯდება არც ლოგიკაში, არც მორალში და არც კაცობაში!

 

ვიმეორებ, მე თავად ვარ მომსწრე, როგორ შექმნა სერგო ჯავახიძემ კომპანია და როგორ ვგულშემატკივრობდი, როგორც მეგობარი.

 

როგორც ბევრ შემთხვევაში, „რუსთავი 2"-ს კვლავაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში და „წარმატებულად" შეთითხნა მორიგი ბინძური ზღაპარი. აქვე აღვნიშნავ, მე სერგო ჯავახიძეს არ ვიცავ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სარეკლამო პარტნიორია, ვიმეორებ: ეს ადამიანი კიდევ აპირებს რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელებას და არ მინდა, ბნელეთის მოციქულებმა ხელი შეუშალონ. დღე ის ციხეებს ამარაგებს პატიმრებისვე გამომცხვარი პურით... გაიგონეთ? პატიმრები თავად აცხობენ თავიანთ სამყოფ პურს და დანიშნული აქვთ ხელფასები. ისინი ციხიდან გარეთ ეხმარებიან საკუთარ ოჯახებს. ამჯერად არ მაქვს უფლება, გავასაჯაროვო ინფორმაცია, თუ რა უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას აპირებს ჯავახიძე მომავალში, თორემ ამაზეც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი.

 

ღმერთი იყოს ყველა საქმიანი და ნიჭიერი ადამიანის მფარველი!" - წერს ზედელაშვილი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი