logo_geo
დავით ეგიაზაროვი: რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყება იყო ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა
- +

26 იანვარი. 2024. 14:30

 

 

„რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოსვლასთან დაკავშირებით, არანაირი ზეწოლა, ან ჩვენი ნების საწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. იყო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყების ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით“, -  ამბობს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ექიმებს რუხის კლინიკაში გადასვლა აიძულეს.

 

დავით ეგიაზაროვის თქმით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რუხში 20-მდე ექიმი გადავიდა, რომლებიც კლინიკაში პროფესიულ საქმიანობას წარმატებით აგრძელებენ მუშაობას.

 

 

big_banner
არქივი