logo_geo
ჯანდაცვის სამინისტრო: უწყება მზად არის, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები გააგრძელოს
- +

26 იანვარი. 2024. 21:57

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცე;ებს.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები. შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

big_banner
არქივი