logo_geo
საქართველო „New York Travel and Adventure Show“-ზე
- +

29 იანვარი. 2024. 10:46

 

 

პირველად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

 

„New York Travel and Adventure Show“-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა.

 

2-დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

 

 გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და  მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. 

 

ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე კომპანია იყო წარდგენილი.

 

„New York Travel and Adventure Show“-ის წელს 25 000-მდე სტუმარი ჰყავდა, გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

 

 

big_banner
არქივი