logo_geo
აქართველო გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2024“ სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
- +

29 იანვარი. 2024. 16:55

 

 

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2024“ არის წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

 

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ეგრეთ წოდებული Show Kitchen.

 

„Madrid Fusión“-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის  თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.

 

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.

 

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. „Madrid Fusión 2024“-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

 

საერთაშორისო გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2024“ ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები არიან წარდგენილები.

 

 

big_banner
არქივი