logo_geo
ილია მეორე: სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან...
- +

3 დეკემბერი. 2016. 20:56



გიორგი დავითაშვილი facebook_ზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიტყვებს აქვეყნებს, სადაც ილიას მეორე სტალინის შესახებ საუბრობს:


„სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა... ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

 

მან შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საგალობლები. როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. და ჩვენ ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ.

 

სტალინის პიროვნებაზე ჩვენ ბევრს გვიამბობდა ჩვენი რექტორი კონსტანტინ რუჟიცკი, რაც მას გაგებული ჰქონდა უწმინდესი პატრიარქი ალექსი პირველისგან. ალექსი I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, დიდ კულტურითა და სულიერებით. ის ძალიან აფასებდა და უყვარდა სტალინი.

 

ერთხელ, როდესაც სტალინმა ის მიიღო, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიმართა მათ: "რაში გჭირდებათ დახმარება?" და მათ უპასუხეს, რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მან ნება დართო გაეხსნათ ტაძრები. მან კი უპასუხა: "არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები". ეს თვითონ მან თქვა. ის ხომ თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი".


 

 

 

big_banner
არქივი