logo_geo
ილია მეორე: სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას
- +

7 თებერვალი. 2024. 19:37

"მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს," - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

 

 

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

 

 

ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“, - წერია სამძიმრის წერილში.

big_banner
არქივი