logo_geo
Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა
- +

20 ივლისი. 2017. 22:38



ჯგუფ Linkin Park-ის სოლისტმა, მუსიკოსმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.


როგორც გამოცემა სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, მუსიკოსის ცხედარი შტატ კალიფორნიაში, მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.


როგორც მედია წერს, ბენინგტონი წლების განმავლობაში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.


აღსანიშნავია, რომ 41 წლის მუსიკოსს ექვსი შვილი დარჩა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი