logo_geo
Forbes-ი ქართულ ხაჭაპურზე წერს
- +

23 ივლისი. 2017. 15:39



ცნობილი გამოცემა Forbes-ი ქართული სამზარეულოს შესახებ წერს. სტატიაში ქართველების ეროვნული სამზარეულოდან ყველაზე საუკეთესო კერძად ხაჭაპურია დასახელებული.

 

ამ ქვეყნის ეროვნული საკვებიდან ყველაზე გემრიელი ყველიანი პიცაა. თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ, სად არის საქართველო, იგი თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს და მას ბევრი ტურისტი სტუმრობს", - წერს სტატიის ავტორი.


სტატიაში საუბარი სხვა ქართულ კერძებსა და მაგიდის გაწყობის რიტუალზეც არის. ჟურნალისტი წერს, რომ ხაჭაპურს წარმოუდგენლად დიდი ნაჭრები აქვს და იგი სუფრასთან  ყოველთვის ცხელი მოაქვთ, პირდაპირ ღუმელიდან გამოღებული.


ქართულ მაგიდას სუფრას უწოდებენ, სადაც მინიმუმ 20 თეფში კერძია", - წერს ავტორი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი