საქართველოს საპატრიარქო დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.
მოვუწოდებთ „ქართული მარშის" და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.