logo_geo
ნუგზარ რუხაძე: სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სიცოცხლე გაჩნდა
- +

24 ივლისი. 2017. 18:06


 

„უკვე ერთი კვირაა, რაც სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სიცოცხლე გაჩნდა - ახალი რექტორია არჩეული, რომელთანაც დიდი იმედებია დაკავშირებული", - ასე შეაფასა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ზურაბ ხონელიძის არჩევა.

 

„სოხუმის უნივერსიტეტი სახელით არის გამორჩეული და განსაკუთრებული. უნივერსიტეტს სახელი აქვს დამუხტული პოლიტიკურად. ამიტომ, ამ უნივერსიტეტში, გარდა აკადემიური და მეცნიერული ცხოვრებისა, პოლიტიკურად აღსავსე ცხოვრებაც წარიმართება, თუმცა, სტუდენტებს აუდიტორიებში მაინცდამაინც პოლიტიკაზე არ უნდა ველაპარაკოთ. და რადგანაც, ის კონფლიქტები, რომელიც საქართველოს ძალიან აწუხებს, უკვე მივიდა ყუამდე, უკვე აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი. ჩვენ ისეთი გამწარებული ვართ, ერთადერთი რამ დარჩა მხოლოდ, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში ჩაერთოს მაღალი ინტელექტი, მაღალი ინტელექტის საბუდარი კი არის მეცნიერული კვლევა, ხოლო მეცნიერული კვლევის ადგილი არის ლაბორატორია. ზუსტად ასეთი „ლაბორატორია" უნდა გახდეს ახალი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელში ეს უნივერსიტეტი", - განაცხადა ნუგზარ რუხაძემ.


ცნობისთვის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ ახლადარჩეულ რექტორს, ზურაბ ხონელიძეს უფლებამოსილება გადააბარა. ზურაბ ხონელიძის პირველი სამუშაო დღე და საპატიო სტუმრების მიღება დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შედგა.


ჯონი აფაქიძემ ზურაბ ხონელიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ უნივერსიტეტისთვის ბოძებული, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი საზეიმო ვითარებაში გადასცა.


შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის ორდენის ტარების უფლება, მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს აქვს.


ზურაბ ხონელიძემ დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო და უნივერსიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი მეუფე ანდრიამ დალოცა.





 

big_banner
არქივი