logo_geo
რომან გვენცაძე გარდაიცვალა
- +

14 აგვისტო. 2017. 17:29




საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომან გვენცაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.


მილიციის გენერალ-მაიორი რომან გვენცაძე დაიბადა 1945 წელს. ის იყო თბილისის შს სამმართველოს უფროსი, შს მინისტრის მოადგილე (1990-1992), შსს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.




 

big_banner
არქივი