logo_geo
სხვადასხვა პროფკავშირები ყრილობის დღის წესრიგის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ
- +

5 სექტემბერი. 2017. 20:02

 

 

არჩევნებამდე ათი დღით ადრე  გაერთიანებული პროფკავშირების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლთა ნაწილს ყრილობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.  პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის და არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატის ირაკლი პეტრიაშვილის ოპონენტების განცხადებით,  პროფკავშირების წესდების თანახმად,  ყრილობის დღის წესრიგი ორგანიზაციის წევრებს ორი კვირით ადრე მაინც უნდა მიეწოდოთ.


pia.ge  შეეცადა გაერკვია რამდენად სწორად მიმდინარეობს თავმჯდომარის არჩევნებისთვის  მზადება და დაცულია თუ არა წესდების მიხედვით განსაზღვრული პროცედურები. ამის დასადგენად  სააგენტომ    სხვადასხვა დარგის  პროფკავშირების ხელმძღვანელებს რამდენიმე კითხვით მიმართა  და  გარკვეულ საკითხებზე ერთმანეთისგან განსხვავებული  პასუხები მიიღო.


pia.ge-s  ჟურნალისტის  კითხვამ, პროფკავშირების წარმომადგენლებმა   როდის მიიღეს შეტყობინება  ყრილობის შესახებ და არის თუ არა მათთვის ცნობილი ყრილობის დღის წესრიგი? _   აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარის ილია ვერზაძის უკმაყოფილება გამოიწვია. ვერზაძემ  კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.


საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა  პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ნუგზარ ჭინჭარაულის ცნობით,  ყრილობის დღის წესრიგი ჯერ არ მიუღია, რადგან დღის წესრიგი კომისიებმა უნდა დაამტკიცონ.


„კომისიები ახლა უნდა შეიკრიბოს  და   ისინი გადაწყვეტენ, როგორ იქნება დღის წესრიგი პროგრამულად წარმოდგენილი" , - განმარტა ჭინჭარაულმა.


მისივე თქმით, პროფკავშირის წევრებმა ყრილობის შესახებ ინფორმაცია  გამგეობის სხდომის შემდეგ შეიტყვეს. ყრილობა 14-15 სექტემბერს გაიმართება.


პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის თავმჯდომარის მაია კობახიძის განცხადებით კი, ყრილობის დღის წესრიგი დეტალურად არის გაწერილი და პირველი საკითხია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის ანგარიში - საანგარიშო პერიოდში გაწეული სამუშაოს შესახებ. 

 

მაია კობახიძის ცნობით, ყრილობის ჩატარების შესახებ ინფორმაცია დღეს მიიღეს  მაგრამ ყრილობის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე შეიტყვეს, რომელიც  20                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

 

„დღეს  ოფიციალური შეტყობინება მივიღეთ გამგეობის გადაწყვეტილების თაობაზე.  რაც შეეხება დელეგატების რაოდენობასს, იდენტიფიცირების საკითხებს და ყველა დოკუმენტაციას სწორედ სამანდატო კომისია ფლობს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირმა ჩავატარეთ წესდებით განსაზღვრული, რიგითი საანგარიშო ყრილობა 2016 წლის 30 ნოემბერს და ამ ყრილობაზე არჩეულ იქნა 20 დელეგატი - საქართველოს პროფესიული კავშირების ყრილობისათვის. ჩვენ ავირჩიეთ 20 დელეგატი, რაც განსაზღვრულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წესდების კვოტებით. 38 000 წევრზე, 33 600 წევრი ფიქსირდებოდა და 33 600 წევრის ქვოტებით განსაზღვრულია 20 დელეგატი" - განმარტავს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი.

 

„მეორე საკითხია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონტროლო სარევიზიო კომისიის ანგარიში და შემდეგ უკვე იწყება არჩევნები, პროცედურული დაცვით. იმ შემთხვევაში თუ დელეგატები კანდიდატს დააყენებენ ყრილობაზევე, ბუნებრივია არჩევნების მსვლელობის პროცესში კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა წარადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა"- განმარტავს კობახიძე.  

 

pia-სთან საუბარში ნუგზარ   ჭინჭარაულმა  ყრილობის პროცედურებიც განმარტა:


„ყრილობის დღეს თავმჯდომარის არჩევის პროცედურული საკითხების შესახებ იქნება განხილვა.  თუ არჩევნებზე ერთი კანდიდატია, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ჩატარდეს ღია კენჭისყრა და თუ ორი კანდიდატია, მაშინ დახურული კენჭისყრა ჩატარდება. შესაბამისად, იმ დღეს დამსწრე დელეგატთა  ხმები როგორ გადანაწილდება, იმის მიხედვით გადაწყდება არჩევნების ბედი. რადგან საარჩევნო ყრილობაა,  შესაბამისად ასევე  იქნება ანგარიში გაწეული სამუშაოებისა და  და არჩევნების შესახებ" , - აღნიშნა თამაზ ჭინჭარაულმა.


 

ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას  განცხადებით,  ყრილობის დრო ხუთი თვის უკან  განისაზღვრა,  დაახლოებით ორი კვირის წინ კი  გამგეობის სხდომა ჩატარდა ,  სადაც კომისიებმა ეს საკითხი გაიარეს.


ალანიას თქმით, ხმის დამთვლელ კომისიას ყრილობა ამტკიცებს  და შემდეგ ამის საფუძველზე ტარდება არჩევნები.


„პროცედურული საკითხები გამგეობის სხდომაზე განიხილება. რაც შეეხება ყრილობას წარდგენილი იქნება   ანგარიში ოთხი  წლის მუშაობის შესახებ და ჩატარდება თავმჯდომარის  არჩევნები. იქნება პროფკავშირების მუშაკთა დაჯილდოება და ველოდებით ძალიან ბევრ უცხოელ სტუმარს,  საერთაშორისო მეგობრებს", - აცხადებს ლავრენტი ალანია.












 

big_banner
არქივი